2020-04-21 18:47:24
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 97 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ბოლო მონაცემებით ინფიცირებულია 408 ადამიანი, ამასთან გარდაიცვალა 4. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი და სტაციონრში 574 პაციენტს აკვირდებიან.