პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი კორონავირუსის პრევენციისთვის, ხშირად გამოყენებულ საშუალებებზე საუბრობს.
რატიანიის რეკომენდაცია, კორონავირუსის პრევენციისთვის, ასეთია:
პოლივიტამინები- არა
ცინკი – არა
C ვიტამინი – არა
ალკოჰოლი – არა
მხოლოდ, ჯანმრთელი კვება
„ყველა წამალი შხამია და გამოიყენება სამკურნალოდ, თუმცა პროფილაკტიკა, მაგალითად, დავლიე ცინკი – არა; დავლიე C ვიტამინი – არა… ჯანმრთელი კვება მხოლოდ, ცილოვანი საკვები“ – აღნიშნავს რატიანი იმუნოსტიმულატორების შესახებ საუბრისას.
„პოლივიტამინები – არავინ იცის ეს ვირუსი, რომელ მიკროელემენტს გამოიყენებს ამ დაავადების გართულებაში. უცნობი ვირუსია, შეიძლება წაახალისოს და სტიმულაცია მისცეს. ასევე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დალიონ ალკოჰოლი, რომელიც ძაან თრგუნავს იმუნიტეტს.” – აღნიშნავს რატიანი.