ავტომობილი გაზის მილს შეეჯახა

2020-04-20 18:14:02

თბილისში, სანზონაში, ავტომობილის მძღოლი გაზის მილს შეეჯახა და მილი დააზიანა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და საპატრულო სამსახურები. გადაიკეტა გაზის მილიც.

დაზიანების გამო ბუნებრივი აირის ძლიერი გაჟონვა დაფიქსირდა, რის გამოც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მუხრანის ქუჩიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორიელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფო რუსთავს განუცხადეს, რომ მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა.

ადგილობრივების თქმით, ავტომობილის მძღოლი ინციდენტის შემდეგ ადგილიდან მიიმალა.