ეზოებში გაშლილი სააღდგომო სუფრები

2020-04-20 14:24:55

"საპატრულო ეკიპაჟები დადიან და ასეთი ადმინისტრაციული ჯარიმები და ოქმები იწერება", - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ინფო რუსთავის ჟურნალისტს ეზოებში სააღდგომოდ გაშლილ სუფრებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

არსებული ინფორმაციით, რუსთავის მაშტაბით რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოქალაქეები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ.ფაქტზე პოლიციამ რეაგირება უკვე მოახდინა.

მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა თბილისშიც. პოლიციამ ვარკეთილში 6 დამიანი დააკავა. არსებული ინფორმაციით, ვარკეთილის ერთ-ერთ ეზოში, ადგილობრივები შეიკრიბნენ და აღდგომა აღნიშნეს. პოლიციამ მათ გაფრთხილება მისცა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვები შეახსენეს - გაეთვალისწინებინათ რეკომენდაციები და დაეცვათ სოციალური დისტანცია, თუმცა ვარკეთილში მაცხოვრებლების მხრიდან გაფრთხილებას აგრესია მოჰყვა. კიდევ ერთი სუფრა იყო გაშლილი გლდანის დაახლებაში, აქაც მოსახლეობა აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდა.

შეგახსენებთ, რომ კომენდანტის საათის პირობებში სამზე მეტი პირის შეკრება აკრძალულია. გარდა ამისა, აკრძალულია საღამოს 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ქუჩაში გასვლა.