საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 5-ით გაიზარდა და 399 შეადგინა.
აქედან 93 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.
საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინის რეჟიმში - 4782 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 503, - ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.