საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 15-ით გაიზარდა, 7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 385
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 84
მათ შორის გარდაცვლილი - 3
კარანტინის რეჟიმში - 5053
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 527
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
"გუშინ ჩვენს ცენტრს საღამოდან დილამდე პაციენტი არ შემატებია. გვყავს ისევ 45 დადასტურებული შემთხვევა, თუმცა გუშინდელ ექვს დადასტურებულ შემთხვევაში გითხარით, რომ გაფართოებული კვლევებისა და შეფასების შემდეგ, აღნიშნული ექვსი შემთხვევიდან, სამი არის საკმაოდ მძიმე პნევმონიით. ჯერ მართვადია მათი მდგომარეობა. ვნახოთ, არსებულ მკურნალობაზე პროგრესირებას თუ აღარ განიცდის დაავადება, მაშინ დასტაბილურდება და გამოსავალი ალბათ კეთილსაიმედო უნდა იყოს. უკვე დასტაბილურდა კრიტიკულთან მიახლოებული ორი პაციენტი. მძიმე გვყავდა ხუთი პნევმონიით, ერთი სუნთქვის უკმარისობით და დანარჩენი სუნთქვის უკმარისობის გარეშე. დაგვემატა კიდევ სამი პაციენტი, შესაბამისად, მძიმე პნევმონიით ახლა გვყავს რვა პაციენტი და კრიტიკულთან მიახლოებული რაც არის, უკვე დასტაბილურებული ორი პაციენტი გვყავს ჯერჯერობით", – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.