დამატებითი 600 000 $ საქართველოს ამერიკისგან

2020-04-17 19:06:40

ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი 600 000 დოლარი გამოყო.

ეს თანხა COVID-19-ის საპასუხო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება.

COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად და ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ USAID/Georgia-ის მეშვეობით თავდაპირველად 1.1  მილიონი დოლარი გამოყო.

ინფორმაციას ამერიკის საელჩო საქართველოში ავრცელებს.