როგორ უნდა მოიქცე, თუ სამედიცინო დახმარება გჭირდება

2020-04-17 16:09:48

როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუკი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გესაჭიროებათ, გაქვთ თუ არა ავტომობილით გადაადგილების უფლება.

იმ შემთხვევაში, თუკი თქვე მიიღეთ ჯანმრთელობის დაზიანება,მოიტეხეთ სხეულის რომელიმე ნაწილი ან დაგეწყოთ მშობიარობა და სხვა, მთავრობის ცხელ ხაზზე, 144-ზე, განგვიცხადეს, რომ სამედიცინო მომსახურების მისაღებად გადაადგილება ნებადართულია თანმხლებ პირთან ერთად ან უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი და ის გაგვიწევს შესაბამის სამედიცინო დახმარებას. კლინიკის დატოვების შემთხვევაში კი საავადმყოფოშივე თქვენი მონაცემები გადაეგზავნება ჯანდაცვის სამინისტროს, მოხდება თქვენი აღრიცხვა და თანმხლებ პირთან ერთად ავტომობილით გადაადგილბის ნებართვა მოგეცემათ.

თუკი გეგმიური სამედიცინო მომსახურების მიღების აუცილებლობა გაქვს მაგალითად, ონკოლოგიური მკურნალობა, დიალეზი ან სხვა, ასეთ შემთხვევაში თან უნდა იქონიოთ შესაბამისი სამედიცინო ცნობა, რომელსაც ის სამედიცინო დაწესებულება გასცემს, სადაც თქვენ მომსახურებას ღებულობთ.

მისი არ ქონის შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს/სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც, თავის მხრივ, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულად აწვდის შესაბამის ინფორმაციას. ამის საფუძველზე, გაიცემა მიზნობრივი გადაადგილების ელექტრონული ნებართვა. ელექტრონული ფორმით ცნობის ვერმიღების პირობებში, ცნობის მისამართზე მიტანას უზრუნველყოფს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს რაიონული განყოფილება.

შეგახსნებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილის 12 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტომობილით გადაადგილება აიკრძალა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები