საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი განიკურნა. სულ 71 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორნავირუსის 306 შემთხვევაა დადასტურებული.
კარანტინის რეჟიმშია 5034 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 463 პირი. გარდაცვლილია 3 პაციენტი.