რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან გაქცეული პაციენტი იპოვეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ფსიქიატრიულიდან გუშინ გაიქცა, რუსთავის კრიმინალურმა პოლიციამ ძველ რუსთავში, კონსტიტუციის ქუჩაზე, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში იპოვა.
გაქცეული ბიჭი უვნებელი იყო და კვლავ ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ცენტრში დააბრუნეს.
შეგახსენებთ, რომ "ინფო რუსთავს" გუშინ ახალგაზრდა ბიჭის მამა დაუკავშირდა და სთხოვა, რომ მისი შვილის ამბავი გაევრცელებინა, რათა ხალხი გაქცეული ბიჭის მოძებნაში დახმარებოდა.