რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან პაციენტი გაიქცა.
"ინფო რუსთავს" 19 წლის ბიჭის მამა დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.
გოგა ტურიაშვილი აცხადებს რომ - "ჩემი შვილი დღეს დილით გაიქცა ფსიქიატრიულიდან, ძალიან გთხოვთ ყველას დამეხმარეთ მის მოძებნაში. აქვს ფსიქიკური პრობლემები, თუმცა არ არის აგრესიული, უფრო შიშის ნიშნები აქვს. ახალგაზრდა არის ფეხშიშველა, ტანთ აცვია ლურჯი ზედა-ქვედა კაპიშონიანი სპორტულები".
თუ ვინმემ აღნიშნული პირი ქუჩაში შეამჩნია დარეკეთ 599 96 22 23 ან 112-ში.