რა მდგომარეობაა ავტობანზე

2020-04-15 17:36:30

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსის გამო 4 დიდი ქალაქის, მათ შორის რუსთავის და თბილისის ჩაკეტვა დააანონსა, ქალაქების გასასვლელში მანქანების სიმრავლეა.

მოქალაქეები ქალაქებს ტოვებენ და სააღდგომო დღესასწაულებზე რეგიონებში მიდიან.

დასავლეთისკენ მიმავალ ავტობანზე მცირე საცობი შეინიშნება და გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით, თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი 10 დღით ჩაიკეტება. აღნიშნულ ქალაქებში შესვლა-გასვლა მხოლოდ სპეციალური საშვით იქნება შესაძლებელი.