საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 24-ით გაიზარდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 296
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 68
მათ შორის გარდაცვლილი - 3
კარანტინის რეჟიმში - 4834
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 434
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
"24 საათში დაგვემატა 30 დადასტურებული შემთხვევა და დღეს დილისთვის 296 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ქვეყნის მასშტაბით 68 გამოჯანმრთელებულია. ამ 296-დან 84 პაციენტი ჩვენია და მათგან 45 ჩვენი გამოჯანმრთელებულია, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 228 პაციენტი მკურნალობს. ჩვენთან გუშინ დღე-ღამის განმავლობაში 6 ახალი პაციენტი დაგვემატა, ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან შემოვიდა 5 პაციენტი, რომელთაგან 4 მოზარდია, მათი მდგომარეობა ჯერჯერობით, დამაკმაყოფილებელია და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება და კიდევ ერთი შემოგვემატა სხვა კლასტერიდან. ორი კლასტერი შემოგვემატა, ერთი ქობულეთი და მეორეს წყარო ჩემთვის უცნობია", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.