უმუშევრად დარჩენილებს მთავრობა ფულს გადაუხდის

2020-04-13 20:42:54

მათ, ვინ კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის გამო სამსახური დაკარგა, მთავრობა 6 თვის განმავლობაში 150 ლარს გადაუხდის.

სახელმწიფოსგან ფულად დახმარებას ასევე მიიღებენ ის ბიზნესებიც, რომლებმაც შექმნილი მდგომარეობის გამო მუშაობა შეაჩერეს.

თანხას ის ადამიანები მიიღებენ, ვინც საშემოსავლო გადასახდს იხდიდნენ.

ამის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაავრცელა. განცხადებაში არაფერია ნათქამი მათზე, ვინც თვითდასაქმებული იყო.

მთავრობას ამის შესახებ ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.