უცხოეთიდან სამშბლოში საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად დამატებითი ფრენები დაინიშნა.
საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ დამატებითი ფრენები მადრიდიდან და პრაღადან შესრულდება.
“მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კიდევ 2 ახალი მიმართულება დაემატოს. მინდა საზოგადოებას ვაუწყო, რომ 30 აპრილს განხირციელდება ახალი რეისი თბილისი-მადრიდი-თბილისის მიმართულებით, ხოლო 2 მაისს განხორციელდება რეისი თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
გარდა ამისა, მინისტრმა უახლოეს დღეებში დაგეგმილი ფრენების განრიგზეც ისაუბრა.
“უახლოესი დღეების განრიგი არის შემდეგნაირი. 14 აპრილს ფრენა განხორციელდება თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით, 16 აპრილს თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებით, 18 აპრილს თბილისი-თელავივი-თბილისის მიმართულებით, 21 აპრილს თბილისი-რომი-თბილისი, 24 აპრილს თბილისი-ბარსელონა-თბილისი, 27 აპრილს თბილისი- ვარშავა-თბილისი”, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.