ხანძარს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

2020-04-13 13:28:26

ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„112“-ში შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლი ეკიდა 2-სართულიან საცხოვრებელ სახლს, დაახლოებით, 140 კვ/მ ფართობზე.

ხანძრის ქრობისას, მეხანძრე-მაშველების მიერ საცხოვრებელ სახლში, პირველ სართულზე აღმოჩენილ იქნა შუა ხნის მამაკაცის ცხედარი.

მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია 187-ე მუხლის მე -2 ნაწილით. სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, ცეცხლის წაკიდებით ან აფეთქებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე.