აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

2020-04-12 11:03:58

მთავრობის კანცელარიაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით - "გვარაში, მუხაესტაეტეში, ლეღვასა და წყალრუკაში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფენ შსს-ს და თავდაცვის ძალები. ისევე როგორც სხვა საკარანტინო შეზღუდვების პირობებში, მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როგორც ისინი საჭიროებენ პროდუქტის, ან მედიკამენტის შეძენას, ან სამედიცინო მომსახურების მიღებას."