საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 10-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 252
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 63
მათ შორის გარდაცვლილი - 3
კარანტინის რეჟიმში - 4929
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 405
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
"სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს გაზრდილი სტატისტიკა გარკვეულწილად იმედისმომცემია იმ თვალსაზრისით, რომ გრძელდება მართალია დადასტურებული შემთხვევები, მაგრამ ზომიერი და კონტროლირებადია. გუშინ დილას იცით, რომ იყო 233 დადასტურებული პაციენტი, სამი როგორც იცით არის შემოტანილი დადასტურებული, რომელსაც ამ 233-ს არ ვათვლით და ცალკე გვაქვს. ამ 233-ს დაემატა 19 პაციენტი და დღეს დილისთვის გვაქვს 252. ამ 252-ში უკვე 63 გამოჯანმრთელებულია ქვეყნის საერთო მაჩვენებლით და მათ შორის 42 არის ჩვენი პაციენტი გამოჯანმრთელებული. გუშინ ჩვენ ოთხი პაციენტი დაგვემატა. თუ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს გამოვაკლებთ აი ამ 252-ს, გამოდის, რომ 192 პაციენტი მკურნალობს ამ ეტაპზე კოვიდის სამკურნალო ცენტრებში", – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.