2 წლის ბავშვი კორონავირუსისგან განიკურნა

2020-04-11 11:44:42

საქართველოში კორონავირუსის დაარცხება კიდევ ერთმა პაციენტმა შეძლო, ამ ჯერად ის ორი წლის ბავში აღმოჩნდა.

ინფრმაცია ამის შსახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა გაავრცელა.

"17პაციენტიდან არის 2 გამოჯანმრთელებული და მათგან ერთი 2 წლის ბავშვია. დედა არ იყო ინფიცირებული. მხოლოდ ბავშვს ჰქონდა დიაგნოზი და ის გამოჯანმრთელდა",-განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსისგან 54 გამოჯანმრთელებულია.