საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 233
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 54
მათ შორის გარდაცვლილი - 3
კარანტინის რეჟიმში - 4672
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 373
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
"ამ ეტაპზე გვაქვს 236 დადასტურებული შემთხვევა, მაგრამ ამ 236-დან 3 დადასტურებული შემთხვევა არის შემოტანილი, 2 სომხეთიდან და 1- თურქეთიდან, ანუ რას ნიშნავს - იქ არის დადასტურებული და დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა ჩვენთან, აქედან გამომდინარე, ეს დადასტურებული 3 შემთხვევა ცალკე შემთხვევებად გამოდის, გვემატება ჩვენ სამკურნალო დაწესებულებებში როგორც რაოდენობა, მაგრამ აღრიცხვა, ჯანმოს მონაცემებით, ცალკე უნდა განვიხილოთ. თუ ცალკე განვიხილავთ ამას, ამ 236-დან 3 თუ ცალკეა, მაშინ 233-ია, გამოდის, რომ ჩვენ გუშინ დღე-ღამის განმავლობაში 2 ახალი შემთხვევა შეგვემატა, რომელიც საქართველოში დადასტურებულია. სამივე საქართველოს მოქალაქეა და შეგვიძლია ჯამურად განვიხილოთ, მაგრამ ეს ყოველთვის ცალკე იქნება გამოტანილი. თუ მას კიდევ შეემატება პაციენტების რაოდენობა, ცალკე რიცხვებს მოგახსენებთ.
გუშინ ჩვენთან 15 ადამიანზე ჩატარდა ტესტირება და 1 დაგვიდასტურდა, რომელიც შემოგვემატა. ეს არის ეროვნული ბანკის კონტაქტი. ახალი პაცინეტი იყო თვითიზოლაციაში, იმიტომ, რომ ეს ეროვნული ბანკის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი იყო და როდესაც მასთან გამოვლინდა ტემპერატურა, მაშინვე გადმოყვანილი იქნა ჩვენთან, ჩვენ ჩავატარეთ ტესტირება და დადასტურდა კოვიდი. მისი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.