საქართველოში კორონავირუსის დამარცხება კიდევ სამმა ადამიანმა შეძლო. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა.
ასევე კიდევ სამით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი და 230 გახდა.
ინფორმაცია ამის შსახებ stopcov.ge-ზე განახლდა.
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, გამოჯანმრთელებულთა შორის ცნობილი 62 წლის მარნეულელი ქალიცაა.
„იცით, რომ ჩვენს კლინიკაში პირველი პაციენტი, კრიტიკული კი არა, ტერმინალური შემოვიდა მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან. ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის, არის დადებითი, ის გამოჯანმრთელებულია. ის რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. ამ ქალბატონის მდგომარეობა არათუ კრიტიკული, არამედ ზოგადი მდგომარეობა იყო ტერმინალური. ჩატარებული სიმპტომური მკურნალობით, ამ კლინიკის კედლებში ქალბატონი გადარჩა და COVID19-ის გარეშე ეწერება კლინიკიდან“, - განაცხადა ლევან რატიანმა.