covid19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2020-04-10 10:03:30

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 9-ით გაიზარდა. 2-ით გაიზარდა გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 227
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 52
მათ შორის გარდაცვლილი - 3
კარანტინის რეჟიმში - 4829
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 410

"ამ დროის მონაცემებით არის 227 დადასტურებული შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელებული არის 52, მათ შორის ჩვენი პაციენტი 38-ია, გუშინ 1 გამოჯანმრთელებული დაგვემატა. გუშინ დღის განმავლობაში გაკეთდა 14 პაციენტზე ტესტირება და ყველასთან მიღებულია უარყოფითი პასუხი, მათ შორის არიან ის პირები, რომლებიც გამოჯანმრთელებას ელოდებიან, მათი მონიტორინგი გაგრძელდება და ორჯერადი უარყოფითი პასუხის შემდეგ როგორც გამოჯანმრთელებული, შეემატება ამ 52 პაციენტს. დღეს აღებულია ტესტი 7 პაციენტზე და დღის პირველ ნახევარში იქნება პასუხი. რაც შეეხება მძიმე პაციენტებს, 7 მძიმე პაციენტზე ვლაპარაკობ ბოლო რამდენიმე დღეა და 2 პაციენტი განსაკუთრებით მძიმეა. 1 პაციენტი განსაკუთრებით მძიმედან სტაბილურია უკვე სამი დღის განმავლობაში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის განსაკუთრებით მძიმე აღარ არის, არის მძიმე. კლინიკაში ერთი არასრულწლოვანია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.