ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2020-04-09 19:25:19

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 218
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 50
მათ შორის გარდაცვლილი - 3
კარანტინის რეჟიმში - 4722
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 408

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დადასტურებული COVID 19-ის 4 შემთხვევიდან ყველა მათგანის ინფიცირების წყარო ცნობილია. მისი თქმით, ოთხივე შემთხვევა მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება.

მარინა ეზუგბაიამ განმარტა, რომ ახალი პაციენტებიდან 2 ბათუმში, ხოლო 2 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსდება. როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, 1 პაციენტი უკვე მიიყვანეს კლინიკაში, ხოლო მეორე გზაშია.