შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა.
უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბორჯომში ჰასკის ჯიშის მაკე ძაღლი ახალგაზრდა მამაკაცმა კორპუსის მე-12 სართულიდან გადმოაგდო. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ოჯახში მისულ მამაკაცს ჩხუბი მოუვიდა მასპინძელ ქალთან, გაშველების მიზნით მათთან მეზობელი გავიდა, რომელსაც საკუთარი ძაღლიც გაჰყვა და სწორედ ამ დროს, მამაკაცმა ძაღლი აივნიდან გადააგდო.
ძაღლის მდგომარეობა მძიმეა. მრავლობითი მოტეხილობებით და შიდა სისხლდენით თბილისში, ვეტერინალურ კლინიკაში მოათავსეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მუცლად მყოფი ლეკვების გადარჩენა ვერ მოხერხდა.