რამდენი და რა სახის ტესტია საქართველოში

2020-04-08 14:43:24

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში კორონავირუსის დასადგენი ტესტების რაოდენობაზე ისაუბრა.

"ჩვენ ამ ეტაპისთვის უკვე საქართველოში ადგილზე გვაქვს Pcr ტესტების რაოდენობა 2000 ოქროს სტანდარტის. დამატებით 10 000 ტესტი, რომელიც უკვე კიდევ შემოსულია. გზაშია 18 000 ტესტი და საერთო შკვეთის რაოდენობა არის 84 000.

გარდა ამისა სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით, ანტისხეულების ტესტი უკვე ადგილზე არის 4000 და გზაშია 20 000.

საერთო რაოდენობას, ამ ეტაპზე გაფორმებული ხელშეკრულებებით, ჩვენ ველოდებით 24 000 და ის სწრაფი ტესტები, რომლებსაც მოქალაქეები ასე ძალიან ელოდბიან, რომელსაც საკმაოდ ფრთხილი გამოყენება ესაჭირეობა და მეტი მეთვალყურეობა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყოველვთის ვიმეორებთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხარისხის და ოქროს სტანდარტის დაცვა, აქედან გამომდინარე ჩვენ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გამოვიყენებთ ამ სწრაფ ტესტებს. მათი რაოდენობა ქვეყანაში ამ ეტაპზე არის 2000. 52 000 არის გზაში და საერთო შეკვეთის რაოდენობა, მას შემდეგ რაც დაავადებათა კონტროლის მხრიდან დადასტურებული იქნება ამ სწრაფი ტესტების უსაფრთხო და მაღალი საანდოობის გამოყენბის სტანდარტი, ჩვენ გვაქვს გეგმაში რომ დამატებით 200 000 შემოვიტანოთ ქვეყანაში",- განაცხადა ეკატერინა ტიკარაძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI