საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7-ით გაიზარდა და 195 გახდა.
ახალი ინფიცირებულებიდან სამი ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. ერთი ინფექციურში.
"ამ შვიდიდან ერთ-ერთი ჩვენთან არის მოთავსებული, წყარო არის ამერკა. ჩვენს ცენტრში ამ 195-დან არის 79 პაციენტი. განკურნებულია 29 პაციენტი. ამჟამად ჩვენთან მკურნალობს 39. ამ 39-დან ერთი კრიტიკულია, რომლის მდგომარეობაც არ გაუმჯობესებულა და ისევ პროგნოზულად სერიოზულია. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია. ძალიან მძიმე პნევმონიით აღარ განიხილებიან, გარდა ამისა 22 პაციენტი არის საშუალო სიმძიმის პნევმონიით, რომელთა მართვაც უკვე თავსი დაავადების დღეებიდან გამომდინარე, ალბათ პროგნოზულად ყველა კეთილსაიმედო უნდა იყოს",-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ
ინფორმაცია ამის შესახებ ვირუსისთვის შექმნილ ვებ გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
ასე გამოიყურება ბოლო მონაცემები:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 195
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 39
მათ შორის გარდაცვლილი- 2
კარანტინის რეჟიმში - 4735
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 383