გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა

2020-04-06 19:02:44

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა.

ისინი მკურნალობას აჭარაში კლინიკა მედალფაში გადიოდნენ.

''ისინი თავდაპირველად მკურნალობის კურსს ინფექციურ საავადმყოფოში, მოგვიანებით კი კლინიკა მედალფაში გადიოდნენ. ისინი კლინიკურად გამოჯანმრთელებულები იყვნენ. გუშინ ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა" - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

ასე გამოიყურება ბოლო მონაცემები:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 188

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 39

მათ შორის გარდაცვლილი- 2

კარანტინის რეჟიმში - 5056

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386