ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი

2020-04-06 10:30:04

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 18-ით გაიზარდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 188
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 36
მათ შორის გარდაცვლილი - 2
კარანტინის რეჟიმში - 5056
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386

"კორონავურუსის 18 ახალი შემთხვევა გვაქვს, ამ 18 ახალი შემთხვევიდან 5 ჩვენს კლინიკაში არის მოთავსებული. მათი წყაროები ცნობილია, ჩვენი კონტაქტებია. ჩვენთან დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 28 პაციენტზე ტესტირება და აქედან 5 იყო დადებითი, 3 პაციენტთან გაურკევევლი პასუხებია, რაც კიდევ განმეორებით მოითხოვს ტესტირებას და დღის განმავლობაში ალბათ, ეს სიტუაცია გაირკვევა. ამ ეტაპზე ჩვენთან 38 პაციენტი წევს, გაწერილი გვყავს 29 პაციენტი. ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს, რომლის სტაბილიზებაც ჯერჯერობით მიღებული არ არის. 4 მძიმე პაციენტი გვყავდა, რომელთა მდგომარეობის სტაბილიზაცია უკვე შესაძლებელი გახდა. გუშინ შემოსული პაციენტებიდან კიდევ ორი მძიმე პნევმონია დაგვემატა, 22 პაციენტს საშუალო სიმძიმის პნევმონია აქვს, მაგრამ ყოველთვის ვლაპარაკობთ, რომ დღევანდელი შეფასებით, საშუალო იქნება, თუ მსუბუქი შემთხვევა, შეიძლება პროგრესირება მოხდეს და ნებისმიერ დროს მძიმე გახდეს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე არ მოხდება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.