კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
ლევან რატიანის თქმით საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს ნიუ ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო.
ქალს ჰქონდა ორმხრივი პნევმონია. გადატანილი იყო მწვავე ინფარქტი, უფიქსირდებოდა გულის ქრონიკული უკმარისობა არტერიული ჰიპერტენზიით.
კლინიკაში ამბობენ, რომ ის თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან 3 აპრილს შეიყვანეს. პაციენტი დღეს დილით გარდაიცვალა.