კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2020-04-05 10:33:05

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი  8-ით გაიზარდა.

"დღევანდელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გვაქვს კორონავირუსის 170 შემთხვევა. დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულებს ალბათ კიდევ შეემატება რამდენიმე ადამიანი, ამის შესახებ საღამოს მოგაწვდით ინფორმაციას. ახლა გვყავს 51 პაციენტი, მათგან 36 დადასტურებულია, გუშინ ერთი შემოიყვანეს უკვე დადასტურებული დიაგნოზით, რომელიც ჩვენი მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების კონტაქტია. ასევე გვყავს ამ ახალი პაციენტის 7 კონტაქტი, რომლებსაც დღეს ავუღებთ ნიმუშს. კრიტიკულ მდგომარეობაში ერთი პაციენტი რჩება. დილით 15 პაციენტის ანალიზები უკვე ავიღეთ, დღის განმავლობაში ეს პროცესი გაგრძელდება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 170

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 36

მათ შორის გარდაცვლილი - 2

კარანტინის რეჟიმში - 5067

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330  

ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.