კორონავირუსისგან 3 პაციენტი განიკურნა

2020-04-04 19:34:14

დღეს კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვს 1 ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვს 3 დაემატა.

"ჩვენს ცენტრში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამ სამმა პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი.

სულ ქვეყანაში იყო 28 გამოჯანმრთელებული, გახდა 31, აქედან 25 პაციენტი ჩვენი ცენტრიდანაა", – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 157
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 31
მათ შორის გარდაცვლილი - 1
კარანტინის რეჟიმში - 5526
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344