კაკო პაპას ტიტები საჩუქრად ექიმებს გადასცეს

2020-04-04 15:27:06

ინფექციურის, რესპუბლიკურის, პირველი საუნივერსიტეტო და ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმებმა მოქალაქეებისგან მადლიერების ნიშნად საჩუქრად ტიტები მიიღეს.

ყვავლებთან ერთად სამედიცინო პერსონალმა მოქალაქეებისგან სხვადასხვა წარწერებით სამადლობელი ბარათებიც მიიღეს.

"ჩვენი სიცოცხლე თქვენს ხელშია! გვეამაყებით"

"გვეამაყებით, ჯანმრთელობას გისურვებთ"

ტიტები, რომლებიც მოქალაქეებმა მედიკოსებს გადასცეს,  63 წლის გურჯაანელი მეყვავილე კაკო ჯეირანაშვილისგან შეისყიდეს, რომელმაც ქვეყანაში კორონავიუსთან დაკავშირებული დაწესებული შეზღუდვების გამო ამ სეზონზე ტიტების თბილისში ჩამოტანა და გაყიდვა ვერ შეძლო. ამ ფაქტით შეწუხებული კაკო პაპა კი იმ შემოსავლის დაკარგვაზე დარდობა, რომელიც ტიტების გაყიდვით უნდა მიიეღო.

ამ ამბის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში კაკო პაპას ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა, რომლებმაც 63 წლის მეყვავილეს ფული ანგარიშზე ჩაურიცხეს და იმაზე მეტი ფული შეუგროვეს, ვიდრე ტიტების გაყიდვის შემდეგ შეეძლო, რომ მიეღო.