კორონავირუსით სასწრაფოს ექიმი დაინფიცირდა

2020-04-03 20:56:33

თბილისში კორონავირუსით სასწრაფოს ექიმი დაინფიცირდა.

"ვადასტურებთ ეს არის უმცროსი ექიმი, დაინფიცირდა მისი მეუღლიდან, რომელიც წარმოადგენს ეროვნული ბანკის კლასტერს. სიმპტომები გამოუვლინდა გუშინ, ხოლო სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს დღეს. ვისაც კი მასთან კონტაქტი ჰქონდა ყველა მოვაქციეთ თვითიზოლაციაში და კარანტინის ზონაში", - ამირან გოგიტიძე.

არსებული ინფორმაციით სასწრაფოს ექიმი ბოლოს 31 მარტს მორიგეობდა, მას შემდეგ მას ექიმებთან და პაციენტებთან ურთიერთობა არ ჰქონია.