კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2020-04-03 10:24:11

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 18-ით გაიზარდა.

ასევე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1-ით.

"ყველაზე მძიმე პაციენტები, რომლებიც ჩვენს ცენტრში მკურნალობენ, არის 2 კრიტიკული პაციენტი, რომელთა მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ კრიტიკულია, მაგრამ რაღაც სტაბილიზაციის ელემენტები შეიმჩნევა და ვნახოთ, თუ ეს გაგრძელდება, იქნება ძალიან კარგი. დანარჩენ 3 შემთხვევაში სტაბილიზაცია უკვე მიღებულია მეორე დღეა და იმედია, რომ ხვალიდან, თუ ასე გაგრძელდა, ამ კრიტიკული სიიდან ამოიღებენ", - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის ქვეყანაში შემდეგი ვითარებაა:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 148
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 27
კარანტინის რეჟიმში - 5550
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281