რა შემთხვევაში იმკურნალებენ ინფიცირებულები სახლში

2020-04-02 14:02:37

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პაციენტი, რომელსაც კორონავირუსის დაავადება მსუბუქად ან უსიმტომოდ უვითარდება სახლში დარჩება იქ გაივლის მკურნალობას.

"როდესაც კოვიდი დაფიქსირდა, ჩინელმა ექიმებმა მოგვაწოდეს სტატისტიკა, რომ ძირითადი შემთხვევები მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომით. ეს ყოველივე წარმოადგენს დაავადებულთა 80%. სწორედ ამ ფაქტებზე დაყრდნობით იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ მსუბუქი მიმდინარეობა, ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას გაივლიან სახლში.

მათი პირველადი კომუნიკაცია მოხდება სატელეფონო ზარით. დღესდღეობით უკვე გვაქვს საშუალება, რომ 112-ზე მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების ზარები და შესაბამისად დავგეგმოთ მათთან შემდგომი ტაქტიკა, რაშიც ვგულისხმობ შემდეგს, რომ თუ ადამიანს უფიქსირდება გარკვეული სიმპტომი, ექიმი-სპეციალისტი აძლევს მას რეკომენდაციას, რომ დაყოვნდეს სახლში. ანამნეზის ზუსტი აკრების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება უნდა მოხდეს ამ პაციენტის სტაციონარში გადაყვანა, თუ შემდგომი მონიტორინგი ბინაზე"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრამ ეკატერინე ტიკარაძემ.