ხშირად დასმული კითხვები

2020-04-01 14:32:45

"ინფო რუსთავი" გთავაზობთ COVID-19-თან დაკავშირებით, ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს.

COVID-19-ის სიმპტომები:

ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია, სიცხე, ხველება და სუნთქვის გაძნელება.

როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები:

იმ შემთცვევაში, თუ გაქვთ ახალი კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, დარეკეთ 112-ში, სადაც გადაგამისამართებენ ოჯახის ექიმთან. სატელეფონო კონსულტაციით, ოჯახის ექიმის კონსულტაცია არის უფასო და დარეკვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

არუს თუ არა COVID-19-ის ტესტის ჩატარება უფასო:

თუ ექიმის მიერ ინფექციის არსებობაზე ეჭვი გაჩნდება, ჩაგიტარდებათ სადიაგნოსტიკო ტესტი, რომელიც ჯერ-ჯერობით უფასოა და სახელმწიფოს მიერ სრულიად ფინანსდება.

არის თუ არა რუსთავში ცხელების ცენტრი:

რუსთავში, იზოლირებული პალატები ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში მოეწყო. პაციენტი, რომელიც მაღალი სიცხით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას, სპეციალურ, იზოლირებულ პალატაში განთავსდება.

შეგახსენებთ, რომ ვინაიდან საქართველოში დაფიქსირდა შიდა გადაცემის შემთხვევები, სადიაგნოსტიკო ტესტირება უტარდება ყველა პირს, რომელსაც აქვს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ნახათ ბმული