"მსუბუქი პაციენტები რჩებიან სახლში"

2020-04-01 13:55:57

შესაძლებელია თუ არა ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი, სუსტი სიმპტომებით პაციენტი დარჩეს სახლში - აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ გააკეთა.

პაატა იმნაძეს თქმით, მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში, სუსტი სიმპტომების მქონე პირები, ექიმთან კონსულტაციით, რჩებიან სახლში თვითიზოლაციაში.

"ეს პრაქტიკა მიღებულია მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში. ბევრი ისეთი პაციენტია ევროპაში და აშშ-ში, რომლებსაც აქვთ კოვიდი და ისინი იმყოფებიან სახლის პირობებში. თუ ადამიანს აქვს თვითიზოლაციის შესაძლებლობა სახლში, და თუ ადამიანის დაავადების მიმდინარეობა იძლევა იმის საშუალებას რომ ის იყოს სახლში, რა თქმა უნდა ასეთი მსუბუქი პაციენტები მთელ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში არიან სახლში", - განაცხადა პაატა იმნაძემ.