COVID19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2020-04-01 10:38:55

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა.

ასევე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. ახალი განკურნებული ამირან გამყრელიძის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძეა.

„დაგვემატა ერთი ახალი გამოჯანმრთელებული, რომელმაც გუშინ დატოვა ჩვენი ცენტრი. ჩვენს კლინიკას უკვე ყავს 19 გამოჯანმრთელებული პაციენტი, სამი არის საჩხერეში. ჯამში საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 22 პირი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის ქვეყანაში შემდეგი ვითარებაა:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 115

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 22

კარანტინის რეჟიმში - 5106

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 294