რუსთავში სამხედროები შემოვიდნენ

2020-03-31 00:35:14

რუსთავის ჩქაროსნულ მაგისტრალზე სამხედროების ავტომობილები გამოჩნდა.

პრემიერის განკარგულებით ქალაქის შესასვლელ-გასასვლელებში ბლოკ-საგუშაგოები განთავსდება.

ამ დროისთვის ჯერ არ არის ცნობილი ზუსტად რომელ ლოკაციებზე განთავსდება საგუშაგოები.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.

იკრძალება ყველანაირი ტრანსპორტით გადაადგილება გარდა მსუბუქი ავტომობილებისა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი რომელიც საღამოს, 21 საათიდან დილის 6 საათამდე მოქმედებს.