მამაკაცები ფეხბურთის თამაშისთვის დააჯარიმეს

2020-03-30 13:54:56

საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების დარღვევისთვის ფეხბურთის მოთამაშე პირები დააჯარიმეს. შემთხვევა კახეთში მოხდა. ყველა მათგანი 3-3 ათასი ლარით დააჯარიმეს.

შსს-ს ცნობით, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით დარღვევის 131 ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ ჯამში 104 მოქალაქე საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო დააჯარიმა. 13 ფიზიკური და 6 იურიდიული პირი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.