ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

2020-03-30 12:48:17

კახეთში, ყვარლეში ხანძრის შედეგად 80 წლამდე ასაკის ქალი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მოხუცი სახლში მარტო იმყოფებოდა. ის ღუმელის ანთებას ცდილობდა, რა დროსაც ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მალევე მივიდნენ მეხანძრე მაშველები, თუმცა ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.