"ცოლს კორონავირუსი ჰქონდა ქმარს არა"

2020-03-30 12:28:59

ინფექიური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში საუბრისას, ერთ საინტერესო გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გამორიცხულია, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ყველა ადამიანს კორონავირუსი გადაედოს.

ამის დასადასტურებლად თენგიზ ცერცვაძემ ორი შემთხვევა გაიხსენა.

„ჩვენს კლინიკაში, როდესაც პირველი ინფიცირებულები მოთავსდნენ, ერთ-ერთი იყო ცოლ-ქმარი, ცოლი ინფიცირებული იყო, ქმარი – არა. მეორე შემთხვევა სულიერ ძმებს ეხება – ისინი ქალაქ ყუმში იყვნენ – აქაც ერთი ინფიცირებული იყო, მეორე – არა. პრინციპულად არ მიატოვეს ერთმანეთი. ვეუბნებოდით, წადით, არ ხართ ინფიცირებულები, თუმცა პალატაში დარჩნენ. ინფექცია არც ერთს არ გადაედო, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ოთახში ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდნენ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.