დაინფიცირებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდა

2020-03-30 10:25:24

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში შემდეგი ვითარებაა:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 97
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 18
კარანტინის რეჟიმში - 4876
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 264

"დღეს დილით მონაცემებით გაქვს 97 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენ გუშინ 1 შემოგვემატა, წყაროა ინგლისი. დანარჩენი, დღეს დამატებული 6 პაციენტების წყარო ცნობილია. ის ბოლო ორი შემთხვევა, რომელიც ჩვენ ვიცით, აი, იმ ბოლო 2 შემთხვევის კონტაქტია ესენი. მათგან მოთავსებულია 4 გორის ჰოსპიტალში და 2 საუნივერსიტეტო კლინიკაში", - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.