დაინფიცირებულთა რიცხვი 1-ით გაიზარდა

2020-03-29 21:27:07

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 1-ით გაიზარდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში შემდეგი ვითარებაა:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 91
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 18
კარანტინის რეჟიმში - 4876
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 264

"91-ე პაციენტი არის ჩვენს ცენტრში. დღეს დაახლოებით 10 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და ერთ პაციენტზე იყო დადებითი, დანარჩენი უარყოფითი. 47 პაციენტი არის ჩვენს ცენტრში დადასტურებული დანარჩენი 44 არის კოვიდის ექვს მიმღებ დაწესებულებაში. წყარო ცნობილია მოგზაურობას უკავშირდება და ეს არის ქვეყანა ინგლისი. მოხდება ამ კონტაქტების კვლევა თავიდან ბოლომდე. საერთოდ დილის შემდეგ არ შეცვლილა მდგომარეობა პრობლემური გვრჩება ოთხი პაციენტი. ახალი პაციენტის მდგომარეობა არ არის მძიმე. ეს ახალი პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა", - აცხადებს მარინა ეზუგბაია.