ილია მეორეს საკვირაო ქადაგება

2020-03-29 15:28:22

მსოფლიო დიდ განსაცდელშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბოდბეში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

"დიდ განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს. მწუხარება სიხარულით შეიცვლება. ღმერთმა დაგლოცოთ", – განაცხადა ქადაგების დროს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას ბოდბის დედათა მონასტერში დაესწრო. ილია მეორემ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა ბოდბის ეპარქიის წინამძღვართან, მეუფე იაკობთან ერთად აღავლინა.