stopcov.gov.ge-ის ბოლო მონაცემები

2020-03-29 10:56:47

საქართველოში კორონავირუსით გამოჯანრთელებულთა რიცხვი 2-ით გაიზარდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში შემდეგი ვითარებაა:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 90
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 18
კარანტინის რეჟიმში - 4717
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268

"როგორც იცით, ქვეყანაში იყო 16 გამოჯანმრთელებული, აქედან 15 იყო ჩვენი. ამ 15 ადამიანს დაემატება ორი და იქნება 17 გამოჯანმრთელებული ჩვენს ცენტრში, ჯამში კი 18. გაგიხარდებათ, 17 გამოჯანმრთელებულიდან ორი ბავშვია. 5 ბავშვი, რომელიც ჩვენთან იყო მოთავსებული, მათგან ერთმა კლინიკა დატოვა და სულ გამოგვივა, რომ 5 ბავშვიდან ორი გამოჯანმრთელებული ბინაზე გადავა და სამი დარჩება. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.