კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა

2020-03-28 19:55:13

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 6-ით, ხოლო გამოჯანრთელებულთა რიცხვი 2-ით გაიზარდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში შემდეგი ვითარებაა:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 90
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 16
კარანტინის რეჟიმში - 4641
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 239

"ჩვენს შეთხვევაში სიახლე ის არის, რომ ერთ პაციენტზე დილით ჩატარებული განმეორებითი ტესტირებით პასუხი უარყოფითია. ანუ ერთი გამოჯანმრთლებული პაციენტი გვყავს. ჯერჯერობით, მას კლინიკა არ დატოვებია, მაგრამ ის ითვლება, როგორც გამოჯანმრთლებული. ესე იგი სულ, 16 პაციენტია გამოჯანმრთლებული. 15 - ჩვენს ცენტრში და 1 - საჩხერეში", - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.