საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 განიკურნა

2020-03-27 00:03:00

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 პაციენტი განიკურნა.

ინფორმაციას მე-11 პაციენტის გამონაჯმრთელების შესახებ საჩხერის კლინიკა ავრცელებს.

"საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა! საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონა ვირუსით დაავადებული ოთხი პაციენტიდან ერთი გამოჯანმრთელდა,სამი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას!

მადლობა საჩხერის სამედიცინო ცენტრის გუნდს,რომლებმაც წვლილი შეიტანეს პაციენტის გამოჯანმრთელებაში. საქართველოში 26 მარტის მონაცემებით COVID-19-ით ინფიცირებულია 79 ადამიანი და აქედან გამოჯანმრთელებულია 11 პაციენტი."

კარანტინის რეჟიმში 4427, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 257 რჩება.