კორონავირუსისგან სულ 10 ადამიანი განიკურნა

2020-03-25 10:54:20

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

"ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული შემოგვემატა და გუშინ მე-10 პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. ანუ, ამ 44 დადასტურებული შემთხვევიდან უკვე 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა. ათივემ, რა თქმა უნდა, კლინიკა დატოვა ეტაპობრივად მიღებული პასუხის შესაბამის დღეებში და ამ ეტაპზე 22 პაციენტი განაგრძნობს ჩვენთან მკურნალობას", - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.