"ინფო რუსთავს" ის მძღოლები დაუკავშირდნენ რომლებსაც რუსთავი-თბილისის ავტობანზე გადაადგილება თითქმის ყოველდღე უწევთ. მათ ამ ბოლო პერიოდში სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოები მოგვაწოდეს სადაც ჩანს რომ ჩქაროსნულ მაგისტრალზე პირუტყვი გადაადგილდება. ერთერთი მძღოლის თქმით მან აღნიშნული პრობლემა პოლიციასაც აცნობა თუმცა მეორე დღეს გზაზე ისევ მსგავსი სიტუაცია დახვდა. მძღოლები ამბობენ რომ აღნიშნულ მონაკვეთზე პირუტყვის გადაადგილება ყოვლად დაუშვებელი და საფრთხის შემცველია. შეგახსენებთ რომ გუშინ რუსთავი-ლილოს გზის მონაკვეთზე ავტომობილი ცხენს დაეჯახა, ცხოველი ადგილზე გარდაიცვალა, საბედნიეროდ ავტომობილში მსხდომები არ დაშავებულან.